Saturday, March 4, 2017

მეორე მოდულის რეფლექსია

    ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,რომელიც აკავშირებს მოსწავლის საგნობრივი სტანდარტების მაღალი დონის აზროვნებასთან ჩართულობას,საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდას.
   21-ე საუკუნის გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეს ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან თემებსა და კონცეფციებზე,სადაც მოსწავლის ცოდნის არეალი და პასუხისმგებლობა იზრდება.

პირველი მოდულის რეფლექსია

       ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ისტ -ის გამოყენების აუცილებლობა გარკვეულწილად დამეხმარა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. შევისწავლე,თუ როგორ შევქმნა პროექტი,რომელიც თანამედროვე სტანდარტებზე იქნება მორგებული და გამდიდრებული ტექნოლოგიების მრავალფეროვნებით.